ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: კლიმატი, როგორც განახლებადი ენერგიის წყარო

17 დეკემბერი, 2014
http://pdci.ge/themes/images/no_image.png

25 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფეს ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა სამაგისტრო პროგრამის - "ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება" - სტუდენტთან, ნინოსამადაშვილთან. შეხვედრის თემა: "კლიმატი, როგორც განახლებადი ენერგიის წყარო".

ენერგიის წყაროები არაერთგზის გამხდარა მსოფლიოში უდიდესი ქვეყნების დაპირისპირების მიზეზი. ფლობ ენერგორესურსებს - გაქვს პოლიტიკური და ეკონომიური გავლენა მსოფლიოზე. თუმცა მალე ყველაფერი შეიცვლება, რადგან კლიმატი გვთავაზობსენერგიის უშრეტ და, რაც მთავარია, სუფთა წყაროს, თანაც თითქმის უფასოდ და არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ქვეყნისთვის ექსკლუზიურად.

ვისაუბროთ ამ საკითხის დადებით და უარყოფით მხარეებზე, საქართველოს რესურსებზე, შევადაროთ სხვა ენერგიის წყაროებს. ასევე გავიგოთ, თუ რა გეგმებია ამ სფეროში უახლოეს მომავალში მსოფლიოში; ვნახოთ ავტომობილი, რომელიც შთანთქავსნახშირორჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს (!), "მწვანე" ქალაქი ნავთობის ქვეყანაში (ემირატები) და ხელსაწყო, რომელიც ადამიანის სხეულის "ზედმეტ" სითბოს ენერგიის წყაროდ აქცევს. შეხვედრის დრო: 25 დეკემბერი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიაუნის სამეცნიერო კაფე, E 207 აუდიტორია