ენერგოომბუდსმენის სამუშაო ვიზიტი სს „თელასში“

10 დეკემბერი, 2025
http://pdci.ge/res/images/images/2025121011274011944.jpg

 

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა - ნინო გულეიშვილმა სამუშაო ვიზიტი განახორციელა ელექტროენერგიის განაწილების კომპანიაშისსთელასში“, სადაც მოქალაქეთა მიმართვებით გამოკვეთილი საკითხები და სექტორში არსებული ძირითადი გამოწვევები იქნ აგანხილული.

ვიზიტის ფარგლებში ენერგოომბუდსმენი გაეცნო კომპანიის მეტროლოგიური ლაბორატორიის მუშაობის პროცესს, სადაც ხდება მრიცხველების შემოწმება და დაკალიბრება. სპეციალისტებმაასევეწარადგინესჭკვიანიმრიცხველებისფუნქციონირებადამათიდანერგვისმექანიზმები.

დამცველმა სამუშაო ვიზიტისას დაათვალიერათელასისმოქალაქეთა მისაღებიც, სადაც დეტალურად გაეცნო მომხმარებელთა მომსახურების პროცესს, მოქალაქეების ჩართულობის  მექანიზმებს და მომსახურების დროულად/კვალიფიციურად მიწოდების სტანდარტებს.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს:

  • მიმდინარე თანამშრომლობა
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების გზები
  • სამომავლო ერთობლივი ნაბიჯები, რომლებიც მოქალაქეთა ინტერესების დაცვას გააძლიერებს.

ენერგოომბუდსმენმა ნინო გულეიშვილმა ვიზიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:

ენერგო კომპანიებთან მუდმივი, სისტემური დიალოგი აუცილებელია. მსგავსი ფორმატის სამუშაო შეხვედრები საშუალებას გვაძლევს დროულად მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ემსახურება მომხმარებელთა უსაფრთხოებას, ინტერესებს და სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას.“

ენერგოომბუდსმენის სამსახური მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ენერგოკომპანიებთან, რათა მოქალაქეთა საჭიროებებზე რეაგირება კიდევ უფრო სწრაფი, შედეგიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული გახდეს.