ენერგოომბუდსმენის რეკომენდაციით სოფელ თელიანში ეკლესიის ელექტრომომარაგება აღდგა

22 იანვარი, 2026
http://pdci.ge/res/images/images/2025051511113259967.jpg

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა კასპის მუნიციპალიტეტი-ში, სოფელ თელიანის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მერის წარმომადგენელთან შეხვედრისას გამოვლინდა ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული ხანგრძლივი პრობლემა.

კერძოდ, სოფელ თელიანის სასაფლაოზე მდებარე ეკლესიას ელექტროენერგია დიდი ხნის განმავლობაში არ მიეწოდებოდა ელექტროგადამცემი ხაზის ხშირი წყვეტების გამო. მიუხედავად ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიისადმი არაერთი მიმართვისა, საკითხი გადაუჭრელი რჩებოდა.

ენერგოომბუდსმენმა  რეკომენდაციით მიმართა ენერგო-პრო ჯორჯია-ს.

საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაცია დაკმაყოფილდა.

აღდგენილია სოფელ თელიანის სასაფლაოზე მდებარე ეკლესიის ელექტრომომარაგება;

  • მოგვარებულია ელექტროგადამცემ ხაზთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემა;
  • აღრიცხვის კვანძი გადატანილია ტაძრის ღობესთან.

თუ კომუნალური კომპანიის მხრიდან თქვენი საკითხი  რეაგირების გარეშე რჩება, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის , წყალმომარაგების ან ირიგაციის  საკითხებზე   მიმართეთ ენერგოომბუდსმენს, რომელიც თქვენს ინტერესებს დაიცავს და შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფს.