ენერგოომბუდსმენის ჩართულობით მოქალაქის ბუნებრივი გაზის ქსელის რეკონსტრუქცია დროულად შესრულდა

18 ნოემბერი, 2025
http://pdci.ge/res/images/images/2025051511113259967.jpg

 

 მომხმარებელმა ზ.ლ.-მ ენერგოომბუდსმენს მომართა ბუნებრივი გაზის ქსელის რეკონსტრუქციასა და აღრიცხვის კვანძის გადატანასთან დაკავშირებული საკითხის გამო.

 შპს „თბილისი ენერჯისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მიუხედავად, სამუშაოები ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შესრულდა და პროცესი გაჭიანურდა.

საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციით კომპანიამ  უმოკლეს ვადებში უზრუნველყო  ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება, კერძოდ  ბინაში ბუნებრივი გაზის მრიცხველისა და ქსელის გადატანა/რეკონსტრუქცია

 თუ შეგექმნათ პრობლემა კომუნალური მომსახურების მიღებაში ან ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები ირღვევა — შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიმართოთ ენერგოომბუდსმენს.