5 აგვისტოს სხდომა

4 აგვისტო, 2015

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი 5 აგვისტოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სს „თელასის“ განაწილების ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშების წინასწარ საჯარო განხილვას დაესწრება.

 

შეხვედრა ღია ფორმატში წარიმართება და  ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ექნება შესაძლებლობა, დაესწროს სამუშაო პროცესს. შეხვედრას, ასევე დაესწრებიან დარგის ექპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა  პირები. საჯარო განხილვა სემეკის შენობაში, მიცკევიჩის 19-ში 15:00 საათზე დაიწყება.

 

ენერგოომბუდსმენი მოუწოდებს საზოგადოებას, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ტარიფების დადგენის პროცესში, გამოთქვას კომპეტენტური აზრი და ენერგოომბუდსმენის საკონსულტაციო ჯგუფს მიაწოდოს სხვადასხვა მოსაზრებები, რომელიც ღირებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.