ნინო გულეიშვილმა კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციის საპანელო დისკუსიის დროს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა (ენერგოომბუდსმენმა) , ნინო გულეიშვილმა კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციის საპანელო დისკუსიის დროს ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში მომხმარებელთა სამართლებრივ უფლებებზე.
ნინო გულეიშვილმა პრეზენტაციის ბოლოს შეაჯამა 2024 წლის, 10 თვის მანძილზე სამსახურის მუშაობა.
სამსახურმა განიხილა 514 განცხადება. სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე შედგა 129 ოქმი, ასევე კონსულტაცია გაეწია 1500-დე მოქალაქეს. ბოლო 10 თვის განმავლობაში გაუქმდა მომხმარებლებზე უსაფუძვლოდ დარიცხული 56000 ლარი.
მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით სამსახურმა განახორციელა რეგიონული აქტივობები. 20-ზე მეტი ვიზიტი ქალაქებსა და სოფლებში, სადაც სამართლებრივი კონსულტაცია გაეწია მოსახლეობას და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს.
20-22 ნოემბერს, ქ. თბილისში, 5 მარეგულირებელი უწყების - სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია იმართება. კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.