მომხმარებელთა საყურადღებოდ!
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაეუერი“ აცხადებს აქციას: მომხმარებლებს, რომელთაც დაგროვილი აქვთ დავალიანება 2015 წლის პირველ იანვრამდე, თანხის 50% გადახდის სანაცვლოდ, მეორე ნახევარი ავტომატურად ჩამოეწერება პირადი აღრიცხვის ბარათებიდან.
ენერგოომბუდსმენი განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლოს თანახმად, კომპანიასა და მომხმარებლებს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე, სამი და მეტი წლის წინ დაგროვილი დავალიანება წარმოადგენს ხანდაზმულ ვალს და მხარეს, უფლება აქვს, უარი განაცხადოს ასეთი დავალიანების გადახდაზე. შესაბამისად, 2013 წლამდე დაგროვილი დავალიანება სრულად ხანდაზმულია. კომპანიის მიერ გამოცხადებული აქცია შესაძლოა, შეეხოს აგრეთვე ხანდაზმულ დავალიანებებს, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებს მისი გადახდის ვალდებულება აღარ აქვთ.
ამიტომ, აბონენტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ამ ფაქტს და კომპანიას არ უნდა შეუთანხმდნენ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების გადახდაზე. კომპანაისთან რაიმე გარიგების დადებამდე, კონსულტაცია გაიარონ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურთან (მისამართი: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №19; ტელ: 242 01 90).