21 სექტემბრის სხდომის შედეგი

21 სექტემბერი, 2016
http://pdci.ge/res/images/images/2016092114505232354.JPG

ენერგოომბუდსმენის მიერ წარდგენილი 19 საკითხი მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარდგენილი შუამდგომლობების უმეტესი ნაწილი სს „თელასის“ მიმართ არსებული ხანდაზმული და დაუსაფუძვლოდ დარიცხული დავალიანებების ჩამოწერას ეხებოდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხები დადებითად გადაწყდა და აბონტების პირადი აღრიცხვის ბარათებიდან ჩამოწერილმა თანხამ 37 679,10 ლარი შეადგინა.
2 საკითხი ეხებოდა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის განსაზღვრული საფასურის განახევრებას. თოთოეულ მომხმარებელს 200 ლარამდე შეუმცირდა გადასახდელი თანხა.
ჯამში ჩამოწერილმა თანხამ 38 079,10 ლარი შეადგინა.