ენერგოომბუდსმენის კომენტარი ბუნებრივი გაზის ჭარბ ოდენობასთან დაკავშირებით
19 სექტემბერი, 2016
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი გადაცემა ,,საქმის“ სტუმარი იყო. განხილვის თემა გასულ კვირას ქ.თბილისში ბუნებრივი გაზის ჭარბ ოდორიზაციას ეხებოდა.
სალომე ვარდიაშვილმა კიდევ ერთელ განმარტა, რომ აღნიშნული საკითხის სრულყოფილად შესწავლა გარკვეულ დროს საჭიროებს. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს,
საზოგადოებრივი დამცველი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი კომპანიის მიერ განხორციელებული ტექნიკური თუ სხვა სახის სამუშაოები შეუმჩნეველი უნდა იყოს
მოქალაქეებისთვის და მომხმარებელებს არ უნდა შეექმნათ დისკომფორტი. მომსახურების მიმწოდებელმა არ უნდა დაუშვას რაიმე სახის ზემოქმედება, ისე რომ ეს
საშიში იყოს ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლისთვის. ყველა სამუშაო უნდა განხორციელდეს პროფესიონალურად დადგენილი ნორმების ფარგლებში.