11 აგვისტოს სხდომის შედეგი
11 აგვისტო, 2016
11 აგვისტოს საჯარო სხდომაზე ენერგოომბუდსმენის სამსახურის მიერ წარდგენილი 41 შუამდგომლობა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
განხილულ საკითხთა უმეტესი ნაწილი სს ,,თელასის“ მიმართ მოქალაქეთა ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერას ეხებოდა.
დავები ასევე განიხილებოდა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წინააღმდეგ, რომელიც ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებასა და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის განსაზღვრული საფასურის განახევრებას ეხებოდა.
ჯამში მოქალაქეებისათვის ჩამოწერილმა თანხამ 55 465,17 ლარი შეადგინა