14 ივლისის სხდომის შედეგი

18 ივლისი, 2016
http://pdci.ge/res/images/images/2016071813304468658.jpg

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 ივლისის საჯარო სხდომაზე განხილულ იქნა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ წარდგენილი შუამდგომლობები დავალიანებათა ხანდაზმულად აღიარების მოთხოვნით, რომელთა განხილვა მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
მომხმარებლების პირადი აღრიცხვის ბარათებიდან ჩამოიწერა სს „თელასის“ მიმართ არსებული დავალიანებები 104771,16 ლარის ოდენობით, აგრეთვე მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად და ჩამოიწერა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიმართ არსებული დავალიანება 296,36 ლარის ოდენობით. დადებითად გადაწყდა შუამდგომლობა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის განახევრებასთან დაკავშირებით შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიმართ და მოქალაქეს 200 ლარამდე შეუმცირდა გადასახდელი თანხა. ჯამში ჩამოწერილმა თანხამ 105 267,42 ლარი შეადგინა.