2016 წლის 23 ივნისი საჯარო სხდომაზე ენერგოომბუდსმენის სამსახურის 64 შუამდგომლობა მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა
23 ივნისი, 2016
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სს “თელასისა“ და მომხმარებლებს შორის არსებული სადავო საკითხები მომხმარებელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა. აღნიშნული დავები უსაფუძვლო დარიცხვას, ტარიფის კორექტირებასა და ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერას ეხებოდა.
ასევე განიხილებოდა საკითხები შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ აბონენტებისათვის უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების, მრიცხველის ღირებულების გაუქმებისა და გაზიფიცირების საფასურის განახევრების შესახებ.
საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შუამდგომლობით აბონენტებისათვის პირადი აღრიცხვის ბარათებიდან ჩამოწერილმა თანხამ ჯამში 153 117,24 ლარი შეადგინა.