6 ივნისის სხდომის შედეგი
6 ივნისი, 2016
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ წარდგენილი ოცი შუამდგომლობა სემეკის 2016 წლის 6 ივნისის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
განხილული საკითხები სს ,,თელასის“ მიმართ ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერას, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ აბონენტებისთვის უსაფუძვლოდ დარიცხული თანხისა და მრიცხველის ღირებულების გაუქმებას ეხებოდა.
ენერგოომბუდსმენის შუამდგომლობის საფუძველზე მომხმარებელთა პირადი აღრიცხვის ბარათებიდან ჯამში 129070,15 ლარი ჩამოიწერა.