19 მაისის საჯარო სხდომაზე ენერგოომბუდსმენის სამსახურის 54 შუამდგომლობა დადებითად დასრულდა.
19 მაისი, 2016
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულმა კომისიამ სს“თელასისა“ და ქ.თბილისში, ყვარლის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შორის არსებული სადავო საკითხები მომხმარებელთ სასარგებლოდ გადაწყვიტა.
ზემოაღნიშნული საკითხი სს „თელასის“ მიერ განხორციელებულ უსაფუძვლო დარიცხვებს ეხებოდა.
საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შუამდგომლობით ჩამოწერილმა თანხამ ჯამში
15 869,52 ლარი შეადგინა.