შეხვედრა თელავში

17 მაისი, 2016
http://pdci.ge/res/images/images/2016051816443149429.jpg

17 მაისს ენერგოომბუდსმენის კახეთის რეგიონული თანაშემწე სოფიო აივაზაშვილი თელავში, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში კახეთში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
ომბუდსმენის თანაშემწემ შეხვედრაზე შეკრებილ პირებს საზოგადოებრივი დამცველის ფუნქციები, მუშაობის პრინციპები და მომხმარებელთა უფლებები განუმარტა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ურთიერთანამშრომლობის ფორმები, ასევე გამოიკვეთა შემდგომი სამუშაო შეხვედრების აუცილებლობა რეგიონში არსებული პრობლემების ერთობლივად გადაჭრის მიზნით.