ენერგოომბუდსმენის შუამდგომლობა გმირი კურსანტების ქუჩის №1კორპუსის მოსახლეობისთვის ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერის თაობაზე დადებითად დასრულდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სრულად დააკმაყოფილა სალომე ვარდიაშვილის მოთხოვნა და 167 ოჯახს სრულად ჩამოაწერა სს“თელასის“ მიერ დარიცხული თანხები, რომელიც ჯამში 845224,03 ლარს შეადგენს.
ხანდაზმული დავალიანებების კუთხით გრძელდება აქტიური მუშაობა, რაც ენერგოომბუდსმენის აპარატის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ინიციატივით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორის მომხმარებლებს 2014 წელს - 1 262 949.82 ლარი, 2015 წელს -1911102.07 ლარი, ხოლო მიმდინარე წელს უკვე 2 042 487.14ლარი ჩამოეწერა პირადი აღრიცხვის ბარათებიდან, აღნიშნული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ხანდაზმულ დავალიანებებს შეეხება.