5 მაისის სხდომის შედეგი
5 მაისი, 2016
ენერგოომბუდსმენის მიერ წარდგენილი 62 შუამდგომლობა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
განხილულ საკითხთა უმეტესი ნაწილი სს ,,თელასის“ მიმართ მოქალაქეთა ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერას ეხებოდა.
დავები ასევე განიხილებოდა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისა“ და შპს „ვარკეთილაირის“ წინააღმდეგ, რომელიც ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებასა და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის განსაზღვრული საფასურის განახევრებას ეხებოდა.
საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარდგენილი შუამდგომლობებით ჩამოწერილმა თანხამ ჯამში 78015,28 ლარი შეადგინა.ა.