მორიგი შეხვედრა თელავში
18 აპრილს ენერგოომბუდსმენის კახეთის რეგიონული თანაშემწე სოფიო აივაზაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ყვარლის გამგებელს–ილია მზექალაშვილს, გამგებლის მოადგილეებსა და ყვარლის მუნიციპალიტეტში. შემავალი სოფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და ომბუდსმენის აპარატის ინიციატივით შედგა..
საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწემ შეხვედრაში მონაწილე პირებს საზოგადოებრივი დამცველის ფუნქციები და მომხმარებელთა უფლებები გააცნო.
სოფიო აივაზაშვილმა და დამსწრე საზოგადოებამ, ასევე, ისაუბრეს ყვარლის მუნიცი[პალიტეტში ენერგეტიკულ სექტორში არსებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე. საზოგადოებრივი დამცველის თამაშემწემ სოფლის წარმომადგენლებს მოუწოდა მოსახლეობის ინფორმირებისაკენ, ომბუდსმენის აპარატში მომართვიანობასა და აქტურ თანამშრომლობაზე.