შეხვედრა თელავში

12 აპრილი, 2016
http://pdci.ge/res/images/images/2016041215140132907.jpg

11 აპრილს ენერგოომბუდსმენის კახეთის რეგიონული თანაშემწე სოფიო აივაზაშვილი თელავში, სოხუმის ქუჩაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
ომბუდსმენის თანაშემწემ შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას საზოგადოებრივი დამცველის ფუნქციები და მომხმარებელთა უფლებები განუმარტა, ასევე, შეხვედრაზე განხილული იქნა
დევნილთა დასახლებაში არსებული ელექტროენერგიის ხანდაზმული დავალიანებებისა და წყალმომარაგების პრობლემური საკითხები და მისი გადაჭრის გზები. 
შეხვედრაზე დასმული აქტუალური საკითხები შესწავლილი და განხილული იქნება ენერგოომბუდსმენის აპარატის მიერ შემდგომი რეაგირების მიზნით.