4 აპრილის სხდომის შედეგი

4 აპრილი, 2016
http://pdci.ge/res/images/images/2016040418473659588.JPG

ენერგოომბუდსმენის მიერ წარდგენილი 82 შუამდგომლობა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.

4 აპრილის საჯარო სხდომაზე საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარდგენილი შუამდგომლობებით ჩამოწერილმა თანხამ ჯამში რეკორდულ მაჩვენებელი 241 672 ლარი შეადგინა.

განხილულ საკითხთა უმეტესი ნაწილი სს ,,თელასის“ მიმართ მოქალაქეთა ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერას ეხებოდა. 
დავები ასევე განიხილებოდა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წინააღმდეგ, რომელიც ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებასა და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის განსაზღვრული საფასურის განახევრებას ეხებოდა.