ენერგოომბუდსმენმა 2015 წლის ანგარიში წარადგინა
1 აპრილი, 2016
ენერგოომბუდსმენმა 2015 წლის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში ასახულია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში გასული წლის აქტუალური მოვლენები, მათი პრობლემების ანალიზი და საზოგადოებრივი დამცველის რეაგირებები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად.
კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ანგარიშის საჯარო განხილვა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობით უახლოეს დღეებში გაიმართება.