ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ნაძალადევის გამგეობაში გამართულ შეხვედრას დაესწრო.

22 მარტი, 2016
http://pdci.ge/res/images/images/2016032217091089367.JPG

საკითხი შეეხებოდა ქ. თბილისში, ყოფილი მე–8 საავადმყოფოში (გუდამაყრის #2) მცხოვრებ დევნილთა პრობლემას ელექტროენერგიის სახითხთან დაკავშირებით.

შეხვედრას  ესწრებოდნენ ნაძალადევის გამგებელი ზაზა გაბუნია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, სს ,,თელასის“ თანამშრომლები და  ყოფილი მე–8 საავადმყოფოს შენობის ერთ ნაწილში მცხოვრები მოქალაქეები.

თითოეული უწყების წარმომადგენლებმა თვიანთი კომპეტენციის ფარგლებში საკითხის მოგვარების გზებზე ისაუბრეს.

ენერგოომბუდსმენის აპარატი განახორციელებს ყველა აუცილებელ ღონისძიებას გუდამაყრის 2-ში მცხოვრები დევნილების ელექტროენერგიის პრობლემის მოსაგვარებლად.