მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში ენერგოომბუდსმენის რეგიონულმა თანაშემწეებმა აქცია ,,გაქვს უფლება“ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში განახორციელეს.

18 მარტი, 2016
http://pdci.ge/res/images/images/201603181253383027.JPG

კახეთის რეგიონული ოფისის ინიციატივით 15 მარტის დღესთან დაკავშირებით შეხვედრა შედგა ახმეტის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწეებმა დამსწრე საზოგადოებას ენერგოომბუდსმენის უფლებამოსილება და საქმიანობის მიმართულებები გააცნეს. იმავე დღეს საინფორმაციო პლაკატები გაიკრა ქ.თელავში შპს ,,ვისოლ გაზი ჯორჯიას“, სს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგებისა“ და სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ოფისებში.

საინფორმაციო კამპანია მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით აქტიურად მიმდინარეობდა კვირის განმავლობაში დასავლეთშიც. ქუთაისის რეგიონული თანაშემწე ამ მიზნით შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის“, სს ,,ენერგო პრო ჯორჯიასა“ და სს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების“ ოფისებს სტუმრობდა.

ბათუმის რეგიონულმა თანაშემწემ კი პალაკატების გარდა, საინფორმაციო ბუკლეტები ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში გაავრცელა. აღნიშნულ აქტივობაში ბათუმში არსებული ოდესის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სუდენტებიც მონაწილეობდნენ.

მომხმარებელთა სრული ინფორმირებულობა, მომხმარებელთა აქტიური ჩართულობა საკუთარი უფლებების დასაცავად გაეროს რეზოლუციის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია. შესაბამისად, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება და სამომხმარებლო განათლება ენერგოომბუდსმენის აპარატის სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რის გამოც ამ კუთხით აქტივობები სისტემატურად გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 15 მარტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. მისი დაარსების ინიციატივა 1962 წლიდან პრეზიდენტ ჯონ კენედის ეკუთვნის. 1985 წლის გაეროს რეზოლუციით - „მომხმარებელთა ინტერესების დაცვის სახელმძღვანელო პრინციპები” გარანტირებულად დადგინდა ისეთი მნიშვნელოვანი უფლებები, როგორიცაა:

უსაფრთხოებისუფლება,

ინფორმაციისმიღებისუფლება

არჩევანისუფლება

უფლება უსმენდნენ მომხმარებელს

ზიანისანაზღაურებისუფლება,

სამომხმარებლოგანათლებისმიღებისუფლება,

საბაზომოთხოვნილებათადაკმაყოფილებისუფლება

ჯანსაღიგარემოსუფლება.