ენერგოომბუდმსენი სალომე ვარდიაშვილი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში ქ.რუსთავში იმყოფებოდა

17 მარტი, 2016
http://pdci.ge/res/images/images/2016031709530118368.jpg


მომხამრებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი ქ.რუსთავის მერს დავით ჯიქიას შეხვდა. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. სალომე ვარდიაშვილმა ქალაქის მერს საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილებები გააცნო და მოისმინა ენერგეტიკის სექტორში ქალაქში არსებული პრობლემები.
ენერგოომბუდსმენი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივ მოქალაქეებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც ესაუბრა. საზოგადოებრივმა დამცველმა დამსწრე საზოგადოებას თავიანთი უფლებები განუმარტა და საჭიროების შემთხვევაში ომბუდსმენის აპარატში მომართვიანობისკენ მოუწოდა. 
სალომე ვარდიაშვილმა ქ.რუსთავში ვიზიტი შპს ,,რუსთავის წყლის“ ოფისში დაასრულა, სადაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში გამართული აქციის „გაქვს უფლება“ პლაკატები გააკრა.