15 მარტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა.

15 მარტი, 2016
http://pdci.ge/res/images/images/2016031516055347286.jpg

 

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ენერგოომბუდსმენის აპარატმა საინფორმაციო პლაკატები გააკრა შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისში“, სს ,,თელასში“, შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“ და სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“. აქცია ,,გაქვს უფლება“ ერთდროულად დაიწყო თბილისსა და რეგიონებში. აქციაში მონაწილეობა მიიღო ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქციის მიზანია, მომხმარებლებს მიაწოდოს მინიმალური ინფორმაცია მათი უფლებების დამცველი ორგანიზაციის შესახებ და შეატყობინოს, რომ აქვთ სრული უფლება, გაასაჩივრონ კომპანიის ქმედება, სამართლებრივი კონსულტაციის გარეშე არ დათანხმდნენ არცერთ შეთავაზებას და ნებისმიერი შეკითხვით მიმართონ ენერგოომბუდსმენის აპარატს.