დიდი დიღმის ავარია
დღეს ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად დიდ დიღომში, 1400 მმ წყალსადენის ავარიის ადგილი მოინახულა.
ამ დროისათვის შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის“ მიერ ყველა სარემონტო სამუშაო დასრულებულია და როგორც კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, ავარიის შედეგად წარმოშობილი შეზღუდვები მოხსნილია.
ენერგოომბუდსმენმა დაათვალიერა დაზიანული შენობები და ავტომობილები, გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას.
საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მიესალმება შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინიციატივას ავარიიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მომხმარებლებისთვის საუკეთესო სერვისის მიწოდების მიზნით, ენერგოომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს კომპანიას, გაატაროს ყველა აუცილებელი პრევენციული ღონისძიება სამომავლოდ მსგავსი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით.