ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი „ეროვნული ენერგოომბუდსმენების“ ბრიუსელის გენერალურ შეხვედრაზე სიტყვით წარსდგა.

11 თებერვალი, 2016
http://pdci.ge/res/images/images/2016021111473796286.jpg

 

შეხვედრას ესწრებოდნენ  ბელგიის, საფრანგეთის, ირლანდიის, ჩეხეთის, კატალონიისა და ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ენერგოომბუდსმენები. NEON-ის მოქმედი თავმჯდომარეა ბრიტანეთის ენერგოომბუდსმენი ბატონი ლევის შენდ სმიტი.

სალომე ვარდიაშვილმა კოლეგებს სრულყოფილად გააცნო საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შექმნის ისტორია, სამსახურის კანონისმიერი ფუნქციები და უფლებამოსილებანი, მარეგულირებელ ორგანოსთან კავშირის პრინციპები. სალომე ვარდიაშვილმა, აგრეთვე, ვრცლად ისაუბრა ბოლო პერიოდში მიღწეულ შედეგებზე, საქმისწარმოების წესსა და სამსახურის აქტივობებზე.

დამსწრე საზოგადოებამ დიდი ინტერესი გამოავლინა საქართველოს ენერგოომბუდსმენის აპარატის მიმართ. დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა საზოგადოებრივმა დამცველმა და უცხოელ კოლეგებს სამომავლო თანამშრომლობაზე შეუთანხმდა.

სალომე ვარდიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო აგრეთვე, მომხმარებელის კოდექსის პროექტის შემუშავებაში, რომლის იმპლემენტაცია და განხორციელების მონიტორინგი ენერგოომბუდსმენების აპარატის ვალდებულება იქნება.