შეხვედრა სტუდენტებთან
29 იანვარი, 2016
ენერგოომბუდსმენის რეგიონული წარმომადგენელი ქ.ქუთაისში, ნინო გულეიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. გამართულ შეხვედრაზე ნინო გულეიშვილმა სტუდენტებს საზოგადოებრივი დამცველის ინსტიტუტი და ძირითადი უფლაბამოსილებები გააცნო. დამსწრეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და სასმელი წყლის მომხმარებლების უფლებებსა და მოვალეობებზე, მათ სამართლებრივ მდგომარეობაზე. ასევე, იმ ძირითდ სადავო საკითხებზე, რომლებიც აქტიურად განიხილება საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში. სტუდენტებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს აღნიშნული საკითხების მიმართ, დასვეს შეკითხვები და მოისმინეს ამომწურავი პასუხები.