შეხვედრა კახეთის რეგიონში
26 იანვარი, 2016
26 იანვარს ენერგოომბუდსმენის კახეთის რეგიონული თანაშემწე, სოფიო აივაზაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში თვითმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილეს დავით ნაპირელსა და თემში შემავალი სოფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ქონდა და ომბუდსმენის აპარატის ინიციატივით შედგა.
ომბუდსმენის თანაშემწემ შეხვედრაში მონაწილე პირებს საზოგადოებრივი დამცველის ფუნქციები და მომხმარებელთა უფლებები განუმარტა.
სოფიო აივაზაშვილმა თემში შემავალი სოფლების წარმომადგენლებს მოსახლეობის ინფორმირებისაკენ, ომბუდსმენის აპატარტში მომართვიანობასა და აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა.