22 იანვრის სხდომის შედეგი

22 იანვარი, 2016
http://pdci.ge/res/images/images/201601261652572264.jpg

საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას 84 შუამდგომლობა წარუდგინა.
საკითხები სს ..თელასის“ მიმართ წინა წლებში წარმოქმნილ დავალიანებას შეეხება, რომელზეც კომპანიას მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ამოეწურა.
საქმეები საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწეებმა: გაგა კენჭოშვილმა და თათია ფირაშვილმა წარადგინეს.
კომისიის გადაწყვეტილებით, ენერგოომბუდსმენის შუამდგომლობები დაკმაყოფილდა და მომხმარებლებს ჯამში 172 901 ლარი ჩამოეწერა.