20 იანვრის სხდომის შედეგი

20 იანვარი, 2016
http://pdci.ge/res/images/images/2016012616534633911.jpg

ენერგოომბუდსმენის 23 შუამდგომლობა დადებითად დასრულდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, 20 იანვრის საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა საჩივრები დაკმაყოფილდა. 
ენერგოომბუდსმენმა შპს ,,ყაზტრანს-გაზ თბილისის“ წინააღმდეგ არსებული საჩივრები წარმოადგინა, რომელიც ძირითადად ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებისთვის დადგენილი ვადების დარღვევას და კომპანიის მხრიდან თანხის უსაფუძვლოდ განხორციელებულ დარიცხვებს შეეხებოდა.
ჩამოწერილი თანხების ჯამმა 5209 ლარი შეადგინა.