2015 წლის საქმიანობას შეაჯამებს
2015 წლის შეჯამება
მომართვიანობა
ენერგოომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ 2014 წელს მკვეთრად გაიზარდა, თუმცა 2015 წელს ეს ციფრი კიდევ ერთი-ორად მაღალია. მომართვიანობის მაჩვენებლი არ არი მხოლოდ სტატისტიკა, ეს მიანიშნებს, რომ სულ უფრო მეტი მომხმარებელი ეცნობა თავის უფლებებს და ცდილობს დამცველის დახმარებით მათ დაცვას. 2015 წელს ენერგოომბუდსმენის აპარატში 3708 განცხადება დარეგისტრირდა. მაღლი იყო აქტივობა საზოგადოებრივი დამცველის მისაღებში, სადაც 7908 მოქალაქე დაფიქსირდა სამართლებრივი კონსულტაციებისთვის. წლის განმავლობაში ათასობით წერილი მივიღეთ ელექტრონულ ფოსტასა და ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.
2015 წელს კომპანიების მიხედვით, განცხადებათა რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
- სს „თელასი“ - 1425
- სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ - 136
- სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ - 15
- შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - 396
- შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ – 63
• სს ,,საქორგგაზი“ - 253
- სს „ენერგოკავშირი“ - 1
- შპს „ვარკეთილაირი“ – 3
• შპს ,,ვისოლ პეტროლიუმ-ჯორჯია“ – 1
• შპს ,,დიდი დიღომი გაზი“ -1
- შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - 737
- შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ – 28
- შპს „მცხეთის წყალი“ – 485
- შპს „რუსთავის წყალი“ – 164
ელექტროენერგეტიკის სექტორი - 1576 განცხადება
წყალმომარაგება - 1412 განცხადება
ბუნებრივი გაზის სექტორი - 720
ძირითადი პრობლემები
განცხადებათა სიმრავლის მიხედვით, ლიდერობს ელექტროენერგეტიკის სექტორი, სადაც ძირითად პრობლემას წარმოადგენდა სამი და მეტი წლის წინ კომპანიის მიმართ წარმოქმნილი ვალები, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე ასახული იყო მომხმარებელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე. ამ პრობლემამ თავი იჩინა ჯერ კიდევ 2014 წელს და აქტუალური იყო მიმდინარე წელსაც. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ სერიოზული წინვლა გვაქვს, ვინაიდან მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი, საზოგადოებრივი დამცველის დიდ ძალისხმევით, გათავისუფლდა ამ ვალდებულებისგან. ასევე მრავალი განცხადება დაფიქსირდა კომპანიების მხრიდან უსაფუძვლო დარიცხვასთან დაკავშირებით, რომელიც, ძირითადად, წარმოქმნილია მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლის ან ახალი აბონენტისთვის წინა მფლობელის დავალიანების ავტომატურად გადმოტანის, აგრეთვე, საფეხურებრივი ტარიფის არასწორი გამოყენების გამო. რეგიონებში გადაუჭრელ პრობლემა რჩება მოძველებული ქსელები, არასტაბილური ძაბვა, მომსხურების ხშირი შეწყვეტა.
საერთო პრობლემას წარმოადგენს მომხარებელთა მიერ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებები ვალის აღიარების თაობაზე, რის გამოც საკითხი სცილდება საზოგადოებრივი დამცველის კომპეტენციას და ის შეიძლება მხოლოდ სასამართლოში გასაჩივრდეს საერთო წესების შესაბამისად.
ბუნებებრივი გაზის სექტორში საზოგადოებრივი დამცველის მონიტორინგის საგანი იყო ახალი მომხმარებლის დროული მიერთება ბუნებრივი გაზის ქსელზე. საჩივრების უდიდესი უმრავლესობა ყველა კომპანიის მისამართით სწორედ ამ კუთხით დაფიქსირდა. პრობლემას წარმოადგენს გაზის მოძველებული მრიცხველებიც. ამ მიმართულებით დაფიქსირებული განცხადებების უმრავლესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა, ვინაიდან მრიცხველის დაზიანებაში მათი ბრალი არ იკვეთებოდა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სწორედ მოქალაქეებს სთხოვდა ზიანის ანაზღაურებას. ზამთრის პერიოდში იმატა მომხმარებელთა პრეტენზიებმა ბუნებრივი გაზის წნევასთან დაკავშირებით.
წყალმომარაგების სექტორში, ისევე როგორც ელექტროენერგეტიკაში ძირითად პრობლემად გამოიკვეთა წყალკანალის მიმართ გასულ წლებში დაგროვილი დავალიანება, რომელზეც სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ვრცელდება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. ასეთი განცხადებები მასობრივად დაფიქსირდა, როგორც შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, ასევე შპს ,,მცხეთის წყლისა“ და შპს ,,რუსთავის წყლის“ მისამართით. აღსანიშნავია, რომ თბილისის მასშტაბით მრავალი იყო ავარიების პრობლემა, რაც სერიოზულ დისკომფორტს იწვევდა მომხმარებლებში. რეგიონებში მწვავედ დგას წყალმომარაგების პრობლემა: მოძველებული ინფრასტრუქტურა, დარღვეული გრაფიკები, წყლის ხარისხი და ვარგისიანობა.
რეკომენდაციებიდაგადაწყვეტილებები
2015 წელს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურიდან კომპანიების მისამართით გაიგზავნა არაერთი რეკომენდაცია მომხმარებელთა ინტერესებიდან გამომდინარე და აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი კომანია, მაგალითად, შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ასევე შპს ,,მცხეთის წყალი“, შპს ,,რუსთავის წყალი“, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“, ,,საქორგგაზი“, ფაქტობრივად, 100 პროცენტით ითვალისწინებს ენერგოომბუდსმენის რეკომენდაციებს. ეს არის დადებითი ტენდენცია, რაც სასურველია, რომ მომავალშიც შენარჩუნდეს.
საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე კომპანიების მიერ ჩამოწერილმა თანხამ 2015წლის განმავლობში 514 426,3 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა მომხმარებლები უფლებების მაქსიმალური დაცვის მიზნით ენერგოომბუდსმენმა მრავალჯერ მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისთვის. სემეკის საჯარო სხდომებზე ამ საქმეების განხილვა უმეტესწილად დადებითად სრულდებოდა, რის შედეგადაც ჯამში ჩამოწერილმა თანხამ შეადგინა 1 396 675. 77ლარი.
2015წლისშედეგებითმომხმარებელთასასარგებლოდჩამოწერილმათანხამჯამში 1,911, 102ლარიშეადგინა.
მომავალი წლიდან ენერგოომბუდსმენი განახლებული გეგმით შეუდგება სტრატეგიით გათვალისწინებული ამოცანების და მიზნების განხორციელებას და მომხმარებლების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.