შეხვედრა ტყიბულში
ენრგოომბუდსენის თანაშემწე დასავლეთის რეგიონში, ნინო გულეიშვილი, ტყიბულის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიადგილე, გიორგი ლომთაძე იყო, რომელიც აქტიურად ჩაერთო სამუშაო შეხვედრაში.
მოსახლეობის განმარტებით, ტყიბულში ამორტიზებულია წყალმომარაგების ქსელი და მილები, რის გამოც მიეწოდებათ სასმელად უვარგისი წყალი. წყალს მოჰყვება ქვიშა, მწერები, ახასიათებს უსიამოვნო სუნი. განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. მოსახლეობა, ასევე განმარტავს, რომ კომპანიის მიერ არ ხდება დროული რეაგირება შეტყობინებებზე, რის გამოც თვეობით დაზიანებული მილებიდან მოედინება წყალი, რაც კიდევ უფრო ამძიმებს შექმნილ მდგომარეობას.
მოსახლეობის უკმაყოფილებას ასევე იწვევს გამრიცხველიანების შემდეგ დარიცხული გადასახადები. როგორც ცნობილია, მრიცხველებს არ გააჩნია უკუსარქველი და ფილტრი. ვინადიან ტყიბულში არ არის 24 საათიანი წყალმომარაგება, ასეთი მრიხცველი დარიცხვას ახორციელებს მრიცხველში წყლის შესვლამდე, რაც იწვევს ზედმეტი გადასახადის დარიცხვას.
ენერგოომბუდსმენის აპარატი ყურადღებას ამახვილებს სისტემურ პრობლემებზე, რის თაობაზეც რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის კომპანიას, თუმცა აღსანიშნავია, რომ სამსახური ინდივიდუალურად იმუშავებს მომხამრებელთა თითოეულ მომართვაზე.