28 დეკემბრის საჯარო სხდომა

28 დეკემბერი, 2015
http://pdci.ge/res/images/images/2015122817302645507.JPG

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დადგენილების პროექტის, სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით) გამართულ სხდომას ესწრებოდა.


აქვე მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, საყოფაცხოვრებო ტარიფი სამივე საფეხურისთვის შენარჩუნდა და დარჩა უცვლელი, ხოლო კომერიციული სექტორისთვის ძალიან მცირე მაჩვენებლით შემცირდა.
კომერციული სექტორის მომხმარებლები ყოველთვის ითვლებიან მსხვილ მომხამრებლებად, შესაბამისად, უმნიშვნელო შემცირებაც მათი ინტერესებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია.
ენერგოომბუდსმენის აპარატი განაგრძობს სატარიფო საქმიანობის მონიტორინგს და კომპანიების მხრიდან განაცხადის შემოტანის შემთხვევაში აქტიურად იქნება ჩართული სამუშაო პროცესებში.