შეხვედრა თელავში

25 დეკემბერი, 2015
http://pdci.ge/res/images/images/2015122516170080157.jpg

24 დეკემბერს ენერგოომბუდსმენის კახეთის რეგიონული თანაშემწე, სოფიო აივაზაშვილი, თელავის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში თელავის საერთო ბინების თავმჯდომარეებს შეხვდა.
შეხვედრა ომბუდსმენის აპარატის ინიციატივით შედგა.
ომბუდსმენის თანაშემწემ შეხვედრაში მონაწილე პირებს საზოგადოებრივი დამცველის ფუნქციები და მომხმარებელთა უფლებები განუმარტა.
სოფიო აივაზაშვილმა და დამსწრე საზოგადოებამ, ასევე, ვრცლად ისაუბრეს კახეთის რეგიონში ენერგეტიკულ სექტორში არსებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე. საზოგადოებრივი დამცველის თამაშემწემ მოსახლეობას მოუწოდა ომბუდსმენის აპარატში მომართვიანობასა და აქტურ თანამშრომლობაზე.
შეხვედრაზე გაჟღერებული საკითხები შესწავლილი იქნება, როგორც სისტემურად, აგრეთვე, ინდივიდუალურად. 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ და პრობლემურ საკითხებს იხილავდნენ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები.