24 დეკემბრის საჯარო სხდომის შედეგი
24 დეკემბერი, 2015
ენერგოომბუდსმენის მიერ წარდგენილი 41 შუამდგომლობა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
24 დეკემბრის საჯარო სხდომაზე საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარდგენილი შუამდგომლობებით ჩამოწერილმა თანხამ ჯამში 160 913,52 ლარი შეადგინა.
განხილულ საკითხთა უმეტესი ნაწილი სს ,,თელასის“ მიმართ მოქალაქეთა ხანდაზმული დავალიანებებია.
დავები ასევე განიხილებოდა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წინააღმდეგ, რომელიც ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებასა და აღრიცხვის წესების დარღვევის გამო უსაფუძვლო დარიცხვებს ეხებოდა.