18 დეკემბრის სხდომის შედეგი

21 დეკემბერი, 2015
http://pdci.ge/res/images/images/2015122114175877551.jpg

18 დეკემბრის საჯარო სხდომაზე ენერგოომბუდსმენის მიერ წარდგენილი 25 შუამდგომლობა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.

აღნიშნული დავები განიხილებოდა სს ,,თელასის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისისა“ და სს „საქორგგაზის“ წინააღმდეგ.
კომპანიებთან მიმართებაში განხილული დავები არასათანადო ტარიფით დარიცხვას, ხანდაზმულ დავალიანებების ჩამოწერას, ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებისათვის თანხის უსაფუძვლოდ დარიცხვასა და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთები ვადების დარღვევას გამო საფასურის განახევრებას ეხებოდა.

საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარდგენილი შუამდგომლობებით ჩამოწერილმა თანხამ ჯამში 38818.76 ლარი შეადგინა.