ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ყოფილი 53 ბატალიონის ტერიტორიაზე შესახლებული 600-მდე ოჯახი შეიძლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს.

14 დეკემბერი, 2015
http://pdci.ge/res/images/images/2015121417302265319.jpg


აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად საზოგადოებრივი დამცველის აჭარის რეგიონის უფროსი თანაშემწე ბექა სიორდია პირადად იმყოფებოდა ზემოაღნიშულ მისამართზე შეხვდა და გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას, რის შედეგადაც გაირკვა, რომ 600-მდე ეკომიგრანტთა ოჯახი გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფება.
აღნიშნულ მისამართზე მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი ერიცხება საერთო კომუნალური მრიცხველის მეშვეობით, ამასთან, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზებიც ავარიულ მდგომარეობაშია.
გარდა ამისა, მოქალაქეები ითხოვონ აღრიცხვის კვანძის შემოწმებას და ელექტროენერგიით 24 საათიან მომარაგებას.
ბექა სიორდიამ მოისმინა მომხმარებელთა პრობლემები და მოქალაქეებს სრულყოფილად განუმარტა მათი უფლებები. შედგა კოლექტიური განცხადება და ენერგოომბუდსმენის აპარატი აქტიურად იმუშავებს არსებული პრობლემის გადასაჭრელად.