10 დეკემბერი

10 დეკემბერი, 2015
http://pdci.ge/res/images/images/2015121016540243334.png

1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს, რის გამოც 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღედ  მოიხსენიება.

დეკლარაცია გარანტირებულად იცავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. შემდგომში კი  ამ აქტმა საფუძველი ჩაუყარა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას, მათ შორის, ისეთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, როგორებიცაა: ხელშეკრულება საერთაშორისო სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ და საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ, რომლებიც 1966 წელს მიიღეს და ძალაში  1976 წელს შევიდა.

ენერგოომბუდსმენი მომხმარებელთა უფლებებს იცავს ენერგეტიკის საკითხებში. ყველა ადამიანს აქვს სათანადო საცხოვრებლის უფლება, რაც თავის თავში მოიცავს ყველა კომუნალური სიკეთის ქონას და ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით კი ელექტროენერგიის, სასმელი წყლისა და ბუნებრივი გაზის, რაც ფაქტობრივად სასიცოცხლოდ საჭიროა არსებობისათვის.

ენერგოომბუდსმენის აპარატი უერთდება უფლებადამცველ ორგანიზაციებს და გილოცავთ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს. ვისურვებდით, რომ ყოველი უფლება მყარად იყოს დაცული ჩვენ ქვეყანაში.