8 დეკემბრის სხდომის შედეგი
ენერგოომბუდსმენის მიერ წარდგენილი 94 შუამდგომლობა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
8 დეკემბრის საჯარო სხდომაზე საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარდგენილი შუამდგომლობებით ჩამოწერილმა თანხამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რაც ჯამში 196 255,21 ლარია.
აღნიშნული დავებიდან 92 საკითხი სს ,,თელასის“, ხოლო დანარჩენი 2 საკითხი შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წინააღმდეგ განიხილებოდა. კომპანიებთან მიმართებაში თითოეული განხილული დავა ხანდაზმულ დავალიანებების ჩამოწერას შეეხებოდა.
გარდა ამისა საზოგადოებრივი დამცველი მომხმარებლებს განუმარტავს, რომ ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერა არ ნიშნავს ვალდებულებისგან სრულად განთავისუფლებას. ვინაიდან, ბოლო 3 წლის განმავლობაში დაგროვილი დავალიანება ითვლება მიმდინარედ, ხოლო, მიმდინარე დავალიანების გადაუხდელობა კომპანიის მხრიდან მომსახურების შეწყვეტას იწვევს. ასეთ შემთხვევაში აბონენტს უფლება აქვს კომპანიას მოსთხოვოს დაგროვილი მიმდინარე გადასახადის გადანაწილება არანაკლებ 2 წლის ვადით.