ენერგოომბუდსმენმა კახეთის რეგიონული თანაშემწე წარადგინა
2015 წლის 7 დეკემბერს ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა რეგიონული თანაშემწე წარადგენა ქ.თელავში.
მიმდინარე წლის 7 დეკემბრიდან ეს თანამდებობას საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწემ, სოფიო აივაზაშვილმა დაიკავა.
ღონისძიება ქ.თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებლი ეროვნული კომისიის წევრები, სახალხო დამცველის, არასამათავრობო სექტორის, უფლებადამცველი ორგანიზაციების და ადგილობრივი ენერგო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სალომე ვარდიაშვილმა მოწვეულ სტუმრებს ენერგოომბუდსმენის ფუნცქციები და უფლებამოსილებები გააცნო, ისაუბრა ძირითად გამოწვევებზე და მოკლედ შეაჯამა 2015 წლის საქმიანობის შედეგები. საზოგადოებრივი დამცველი ასევე შეეხო კახეთის რეგიონში არსებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებს.
ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადეობამ დადებითად შეაფასა კახეთის რეგიონში ენერგოომბუდსმენის თანაშემწის წარდგენის ფაქტი. ენერგოკომპანიებმა კი გამოთქვეს მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
რეგიონული თანაშემწეების არსებობა ხელს შეუწყობს ენერგოომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერებას და მომხმარებელთა უფლებების ეფექტიან დაცვას.
დღესვე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ენერგოომბუდსმენის აპარატსა და კახეთის გუბერნიას შორის, რასაც ხელი მოაწერეს სალომე ვარდიაშილმა და ირაკლი შიოლაშვილმა.