26 ნოემბრის სხდომის შედეგი

27 ნოემბერი, 2015
http://pdci.ge/res/images/images/2015112715555966714.JPG

26 ნოემბრის საჯარო სხდომაზე ენერგოომბუდსმენის მიერ წარდგენილი 34 შუამდგომლობა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა. 
დავები სს ,,თელასისა“ და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წინააღმდეგ განიხილებოდა.
სს ,,თელასთან“ მიმართებაში დავების უდიდესი ნაწილი ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერასა და საფებურეობრივი ტარიფებით დარიცხვას ეხებოდა. ერთი საკითხი კი შპს“ყაზტრანსგაზ-თბილისს“ მიერ აბონენტის ქსელზე მიერთების ვადის დარღვევასა და საფასურის განახევრებას.
მომხამრებელთა ინეტერესების საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობით ჩამოწერილი თანხების ჯამმა 58 481,80 ლარი შეადგინა.