შპს ''რუსთავის წყალის'' ტარიფი შემცირდა
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი შპს ,,რუსთავის წყალისთვის“ წყალმომარაგების ზღვრული ტარიფის (ზედა ზღვარი) დადგენის თაობაზე გამართულ საჯარო სხდომას ესწრებოდა.
ენერგეტიკისა და წყამომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შპს ,,რუსთავის წყლის“ ტარიფები გაუმრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და კომერციული სექტორისთვის მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი უცვლელი დარჩა.
კომისიის სხდომაზე თავისი პოზიცია დააფიქსირა საზოგადოებრივმა დამცველმა და კომისიის აპარატის მიერ წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირა.
აღსანიშნავია, რომ ,,რუსთავის წყლის“ სატარიფო განაცხადზე სამუშაო პროცესი ხანგრძლოივად მიმდინარეობდა, ენერგოომბუდსმენის აპარატი ჩართული იყო სამუშაო პროცესში.
საზოგადოებრივი დამცველი, სალომე ვარდიაშვილი დადებითად აფასებს მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას.
დადგენილი ტარიფი დღგ-ს ჩათვლით |
არსებული ტარიფი |
ახალი ტარიფი |
გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო ტარიფი |
0,405 |
უცვლელი |
გაუმრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო ტარიფი |
3,000 |
2,070 |
არასაყოფაცხოვრებო ტარიფი |
3,500 |
2,695 |