19 ნოემბრის სხდომის შედეგი

19 ნოემბერი, 2015
http://pdci.ge/res/images/images/2015112412302523458.jpg

ენერგოომბუდსმენის მიერ წარდგენილი შუამდგომლობები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა. 19 ნომებრის საჯარო სხდმომაზე საზოგადოებრივმა დამცველმა 23 საკითხი წარადგინა. დავები სს ,,თელასის“ შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წინააღმდეგ განიხილებოდა.


სს ,,თელასთან“ მიმართებაში დავების უდიდესი ნაწილი კვლავ მრავალი წლის წინ წარმოქმნილ დავალიანებას შეეხება, რომლის მიმართაც კომპანიას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამოწურა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. ამ საფუძვლით ჯამში ჩამოწერილმა თანხამ 22 573 ლარი შეადგინა.


ანალოგიურად დაკმაყოფილდა მოქალაქეთა განცხადებები შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ მიმართებაში და მომხმარებლებს პირადი აღრიცხვის ბარათებიდან დაუკორექტირდათ თანხა ჯამში 1250. 35 ლარის ოდენობით. ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა წყალმომარაგების სისტემაზე მოქალაქისთვის ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის დაკისრების საფუძვლიანობის გარკვევას, რაც ასევე მოქალაქის სასარგებლოდ დასრულდა.


ენერგოომბუსდმენის შუამდგომლობის საფუძველზე დაკმაყოფილდა მოქალაქე კ.შ-ს მოთხოვნა და სემეკმა მისთვის შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ განხორციელებული ახალი მრიცველის საფასურის დარიცხვა უსაფუძვლოდ მიიჩნია. ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მერთებეისთვის განსაზღვრული საფასური (400 ლარი) გაუნახევრდა მოქალაქე ნ.მ-ს, ვინაიდან კომპანიამ ვერ შეძლო შესაბამისი სამუშაოების დასრულება დადგენილ ვადაში. მოქალაქე ლ.კ-ს კი ჩამოერერა წინა წლებში დაგროვილი დავალიანება 1355.64 ლარის ოდენობით. შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისს“ დაევალა ჯამში 1680 ლარის ჩამოწერა.


საზოგადოებრივი დამცველის აქტივობის შედეგად, 19 ნოემბრის საჯარო სხდომაზე სამივე მიმართულებით მომხმარებელთა სასარგებლოდ ჩამოწერილმა თანხამ 25 503. 35 ლარი შეადგინა.