13 ნოემბრის სხდომის შედეგი

13 ნოემბერი, 2015
http://pdci.ge/res/images/images/2015111317392758316.JPG

სემეკის 13 ნოემბრის საჯარო სხდომაზე ენერგოომბუდსმენის მიერ წარდგენილი 23 საკითხი მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.


აღნიშნული საკითხები სს „თელასსა“ და მოქალაქეებს შორის არსებულ ხანდაზმულ დავალიანების ჩამოწერასა და საფეხურებრივი ტარიფის არასათანადო გამოყენებას ეხებოდა. 


ასევე დავები განიხილებოდა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისა“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიმართ, რომლებიც ეხებოდა უსაფუძვლოდ განხორციელებულ დარიცხვებს. 


საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობით მოქალაქეებისათვის ჩამოწერილმა თანხამ ჯამში 27 217,44 ლარი შეადგინა.