კონფერენცია
11 ნოემბერი, 2015
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი დღეს კონფერენციას „საქართველოს ენერგეტიკული სექტორი-ევროკავშირისკენ სწრაფვა და ელექტროენერგიით ვაჭრობის მექნიზმი“ დაესწრო.
კონფერენცია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გახსნა. შეხვედრაში მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები იღებდნენ.
ენერგოომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სხვა გამოწვევებთან ერთად დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კომპონენტს ენერგეტიკის დარგში და ამ კუთხით მუშაობა აქტიურად უნდა წარიმართოს.