12 ნოემბრის სხდომის შედეგი

12 ნოემბერი, 2015
http://pdci.ge/res/images/images/2015111217151251849.JPG

სემეკის 12 ნოემბრის საჯარო სხდომაზე ენერგოომბუდსმენმა 34 საკითხი წარადგინა. საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობები კომისიის წევრებმა მოქალაქეთა სასარგებლოდ დააკმაყოფილეს და ჩამოწერილმა თანხამ 79 925,30 ლარი შეადგინა. 


აღნიშნული დავების უმეტესი ნაწილი სს„თელასის“ მიმართ არსებულ ხანდაზმულ დავალიანებებს, ასევე, უსაფუძვლო დარიცხვებს ეხებოდა. მათ შორის ერთი საკითხი მიმართული იყო შპს ,,ყაზტრანს გაზ-თბილისის“ წინააღმდეგ“.


ენერგოომბუდსმენის აპარატი განაგრძობს აქტიურ მუშაობას ამ კუთხით, რის საფუძველზეც სულ უფრო მეტი მომხმარებელი გათავისუფლდება გასულ წლებში წარმოქმნილი დავალიანების გადახდის ვალდებულებისგან.