30 ოქტომბრის სხდომის შედეგი
30 ოქტომბერი, 2015
ენერგოომბუდსმენის მიერ წარდგენილი 20 შუამდგომლობა სემეკის გადაწყვეტილებით მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
აღნიშნული საკითხები სს „თელასსა“ და მოქალაქეებს შორის არსებულ ხანდაზმულ დავალიანების ჩამოწერასა და ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთებას ეხებოდა.
საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობით მოქალაქეებისათვის ჩამოწერილმა თანხამ ჯამში 55 457,59 ლარი შეადგინა.