29 ოქტომბრის სხდომის შედეგი

29 ოქტომბერი, 2015
http://pdci.ge/res/images/images/2015102916483482763.jpg

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 29 ოქტომბრის საჯარო სხდომაზე ენერგოომბუდსმენმა 43 საკითხი წარადგინა, რომელიც მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.


საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება სს“თელასის“ მიმართ არსებული ხარდაზმული დავალიანებების პრობლემა. 


დღევანდელ სხდომაზე 41 საკითხი სწორედ ხანდაზმულ დავალიანებებების ჩამოწერას ეხებოდა. ენერგოომბუდსმენის შუამდგომლობით ჩამოწერილი თანხების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, მხოლოდ დღევანდელი სხდომის შედეგად 107 836 ლარი ჩამოიწერა. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობით ჩამოწერილი თანხების სტატისტიკა უფრო და უფრო იზრდება. 


ასევე, განიხილებოდა მოქალაქეთა საჩივრები შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისა“ და სს“საქორგგაზი“ მიმართ ჩამოწერილმა თანხამ 913 ლარი შეადგინა. 


მომხარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად.