25 სექტემბრის სხდომის შედეგი
25 სექტემბერი, 2015
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 25 სექტემბრის სხდომაზე ენერგოომბუდსმენის მიერ წარდგენილი შუამდგომლობები კომისიის გადაწყვეტილებით მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.
აღნიშნული საკითხები სს „თელასსა“ და მოქალაქეებს შორის არსებულ ხანდაზმულ დავალიანების ჩამოწერასა და მოხმარებული ელექროენერგიის მესამე საფეხურის ტარიფით უსაფუძვლო დარიცხვას ეხებოდა.
საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობით მოქალაქეებისათვის ჩამოწერილმა თანხამ ჯამში 3015,50 ლარი შეადგინა.